ბაქოში ნასვამ რუს გულშემატკივრებზე ადგილობრივებმა დანებით გაიწიეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, აზერბაიჯანისა და რუსეთის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბაქოში ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამის შესახებ ცნობას გაზეთი "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს. იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც გაზეთის ჟურნალისტები არიან დაბინავებულნი, რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ, ქუჩაში შეძახილებით ჩაიარეს. ეს იუკადრისეს ადგილობრივებმა და სტუმრების შეჩერება განიზრახეს.

ინციდენტი მასობრივ შეტაკებაში არ გადაზრდილა, თუმცა, როგორც სტუმრები ამბობენ, ჩხუბის დროს მასპინძლების ხელში ცივ იარაღს მოჰკრეს თვალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული