ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელმა დოპინგ-ტესტი ჩააფლავა

AutoSharing Option
სექტემბერში 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში დოპინგ-ტესტი ჩააგდო ბულგარეთის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.

მალტასთან შეხვედრის მერე, რომელიც ბულგარელებმა 2:1 მოიგეს, ამ ფეხბურთელის სინჯებმა დადებითი პასუხი მიიღო აკრძალული პრეპარატის შემცველობაზე.

ბუნებრივია, ფეხბურთელის სახელს ხელმეორე ტესტის პასუხამდე არ ასახელებენ; ისე კი, ინკოგნიტო ფეხბურთელი დროებით, 30 დღით არის დისკვალიფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ნაკრები თავის ჯგუფში 13 ქულით მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული