ლიონელ მესი: როგორც ყველა არგენტინელი, მეც მუნდიალის მოგებაზე ვოცნებობ [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ მატჩში სტუმრად 5:2 გაანადგურა პარაგვაი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ასუნსიონში ანგარიში ლიონელ მესიმ მე-12 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა, მაგრამ მალე ხოსე ნუნიესმა გაათანაბრა.

პირველი ტაიმი მაინც არგენტინელებმა მოიგეს სერხიო აგუეროს გოლის წყალობით.

მეორე ტაიმში ანხელ დი მარიამ გამოიჩინა თავი, ხოლო მესიმ მისივე წაქცევისთვის პენალტი აქცია გოლად და მატჩში დუბლი მიითვალა.

მატჩის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს, როკე სანტა კრუსს მაქსი როდრიგესმა უპასუხა, როცა შესანიშნავი კომბინაცია დაასრულა - 2:5.

კონმებოლის ზონაში არგენტინა 29 ქულით ლიდერობს და შესარჩევის დასრულებამდე
ვერაფრით ჩამოვა მე-4 ადგილის ქვემოთ, რაც მუნდიალის საგზურის განაღდების ტოლფასია.

მატჩის შემდეგ კომენტარი მატჩის გმირმა მესიმ გააკეთა:

"ვოცნებობ იმაზე, რაზეც ყველა არგენტინელი - მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე. ამისთვის კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ რაც შეიძლება კარგად გავიაროთ ტურნირის მთელი დისტანცია. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შემთხვევაში 7 მატჩი გველის და 100%-ით უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა მუნდიალი მოვიგოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული