რაულის გოლმა "ვალენსია" უკვე მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე დააფიქრა [+VIDEO]

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "შალკესთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა, თავის ფეხბურთელებს მომენტების რეალიზების უნარი დაუწუნა, თუმცა ესპანური გუნდის თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ ახლა მოთამაშეებს მთელი ყურადღების საშინაო პირველობაზე გადატანა მართებთ.

"მეტოქემ შეძლო და ანგარიში გაგვითანაბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაიმსახურა, - მოჰყავს ემერის სიტყვები უეფას ოფიციალურ საიტს. – რომ არა რაულის გოლი, ჩემ გუნდს კარგი თამაშისთვის შევაქებდი. რამდენიმეჯერმე გოლკიპერმაც გვიხსნა, მაგრამ "შალკემ" თავისას მაინც მიაღწია. არადა, მომენტები მრავლად გვქონდა.

ფრე
ჩვენთვის არცთუ მთლად კარგი შედეგია, მაგრამ ვერც ძალიან ცუდს დავარქმევდი. ახლა "შალკე" ფლობს უპირატესობას, მაგრამ - უმნიშვნელოს. საპასუხო მატჩში ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზა, რათა ამ, ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულ გუნდს გავუმკლავდეთ. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი გვაქვს.

ახლა, პირველ რიგში, ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ, რათა მომავალი ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ."

მატჩის შემდეგ თავისი მოსაზრება "შალკეს" თავკაცმა ფელიქს მაგათმაც გამოთქვა. მისი თქმით, სტუმრად "ვალენსიასთან" მიღწეული 1:1 მართებული შედეგია. გერმანული კლუბის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისმა შეგირდებმა მასპინძელთა იერიშებს თავი კარგად გაართვეს და ახლა იმავეს გამეორება გელზენკირხენში მართებთ.

"ჩვენ დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფრეც დავიმსახურეთ. ეგ კი არადა, რამდენიმე ეპიზოდში უფრო უკეთ რომ გამოგვეყენებინა შექმნილი მომენტი, ერთ-ორ გოლს კიდევ შევაგდებდით.

ის, რომ მეტწილად მეტოქის შეტევების მოგერიება გვიწევდა, ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მთავარი ისაა, რომ "ვალენსიას" გატანს შანსი არცთუ მრავლად ჰქონია. ის ერთადერთი ბურთიც უხეში შეცდომის გამო მივიღეთ.

რაც შეეხება რაულის გოლს, ეს უბრალო შემთხვევითობის ბრალი არ ყოფილა. რაული ბომბარდირადაა დაბადებული, რასაც თამაშით ადასტურებს.

მიუხედავად პირველ მატჩში მიღწეული დამაკმაყოფილებელი შედეგისა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ყველანაირად ვეცდებით, ეს მცირე უპირატესობა ბოლომდე შევინარჩუნოთ.


ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები

ვალენსია-შალკე 1:1 (1:0)
გოლები: სალგადო, 17 (1:0). რაული, 64 (1:1).





.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული