რეიას პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option

“ლაციოს” მთავარი მწვრთნელის, ედუარდო რეიას აზრით, მისი გუნდის წარმატებული ასპარეზობა ფეხბურთელთა ფუნქციონალურად კარგი მომზადების და ნაკლებად ტრავმიანობის დამსახურებაა. ამის თქმა იყო და “ბიანკოჩელესტეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, სტეფან რადუ დაშავდა. რუმინელი მცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ოპტიმალურ ფორმაში გახლდათ და სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშისას დაშავდა. ექიმების პირველი დასკვნა მეტად მძიმეა - რადუს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება და როგორც მინიმუმ, ორი თვით მოუწევს უქმად ყოფნა.

რეიამ გამოსავალი უნდა იპოვნოს, რადგან “ლაციოს” დიდი საკადრო რესურსი არ აქვს. მიმდინარე სეზონში, გუნდის დაცვის ხაზი მაღალ დონეზე

ასპარეზობს, რაც პირველ რიგში შემდეგი ოთხი ფეხბურთელის ურთიერთგაგების დამსახურებაა: ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ. ეს უკანასკნელი მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს და რეიას მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს.

თუ ამ ოთხეულიდან რომელიმე ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა თამაშს, რეია ლუის პედრო კავანდას რთავდა საქმეში, თუმცა ანგოლური წარმოშობის ბელგიელმა არცთუ დამაჯერებელი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი და რამდენად გაკეთდება მასზე აქცენტი, დღეს ძნელი სათქმელია. მოკლედ, “ლაციოს” თავკაცს პრობლემა შეექმნა და ვნახოთ, რა გამოსავალს მოძებნის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული