რვაფეხა პაულის ნიანგი ჰარიც ეთანხმება...

AutoSharing Option
რვაფეხა "პაულის" (რომელმაც გერმანიის ნაკრების ექვსივე მატჩის შედეგი გამოიცნო) გარშემო ატეხილ საერთაშორისო ისტერიას ახლა ნიანგი "ჰარიც" დაემეტა. ეს უკანასკნელი სიდნეის (ავსტრალია) ზოოპარკის ბინადარია. ეტყობა, ამ ზოოპარკის მფლობელმა მიკ ბერნსმა გადაწყვიტა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო და "ჰარის" "წინასწარმეტყველური" შესაძლებლობების დემონსტრირება მოეხდინა.

700-კილოიან ნიანგს არჩევანის სახით ორი წიწილა შესთავაზეს: ერთი - ესპანეთის დროშით, მეორე - ჰოლანდიის. "ჰარიმ" "ესპანური" წიწილა შესანსლა, რაც თურმე იმას ნიშნავს, რომ კვირას ფინალს ესპანეთის ნაკრები მოიგებს. ზოოპარკის მფლობელმა კი, ჩემი რაღა მიდისო და, ანგარიში იწინასწარმეტყველა - 1:0 ესპანეთის
ნაკრების სასარგებლოდო. მერე ესეც არ იკმარა და თამაშის შინაარსიც "გაგვიმხილა" - ძალიან დაძაბული და აგრესიული ბრძოლა იქნებაო.

ერთი სიტყვით, ფაუნის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი მსოფლიოს ჩემპიონატში და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი მუნდიალისთვის ეს კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ რა, ტოტალიზატორის მეპატრონეებმა იკითხონ...


მკითხველის კომენტარები / 1 /
hmmm hahaaaaaaaa ნეტა რამდენად გაიყიდება ან ერთი ან მეორე?
MyFifa.tk Admin
02:03 12-07-2010
0

სიახლეები პოპულარული