მარტინო აღარ მიდის

AutoSharing Option
ხერარდო მარტინო ერთი პირობა პარაგვაის ნაკრებიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, ამჟამინდელ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა. რამდენიმე დღეში არგენტინელი სპეციალისტი პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ნაკრების სათავეში მომავალ წელს გასამართი "კოპა ამერიკას" ბოლომდე დარჩება.

არგენტინის ნაკრების სამუნდიალო კრახის შემდეგ მარტინოს ალბისელესტეს გაწვრთნას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მას ამ პოსტზე დანიშვნის მცირე შანსი აქვს და პარაგვაიში დარჩენა ამიტომაც ამჯობინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული