ანტიჩი მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
ალბათ გახსოვთ, ავსტრალია-სერბეთის მატჩის შემდეგ სერბთა დამრიგებელმა რადომირ ანტიჩმა მსაჯები ბილწი სიტყვებით რომ შეამკო. ფიფამ გამოცდილ სპეციალისტს ეს უსაქციელობა არ აპატია და მას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამას გარდა, ანტიჩი 14 ათასი შვეიცარიული ფრანკით (10 500 ევრო) დააჯარიმეს.

"ფიფას გადაწყვეტილებითა და სასჯელის სიმკაცრით დამწუხრებულები ვართ. ეს უსამართლო სასჯელია. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ და აპელაციას აუცილებლად შევიტანთ", - ნათქვამია სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული