ბლატერმა კორეა შეაქო

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპების მასპინძლების ვინაობა სულ მალე გაირკვევა, ფიფას პეზიდენტმა კი საკუთარი კომენტარით შესაძლოა, წინასწარაც გააჟღერა 2022 წლის მუნდიალის მასპინძელი.

ზეპ ბლატერმა კომპლიმენტები არ დაიშურა სამხრეთ კორეის მისამართით და განაცხადა, რომ ამ ქვეყანას პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის მიღების დიდი შანსი აქვს.

“ჩემი თვალთახედვით, სამხრეთკორეული პროექტი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ქვეყანას მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება დღესვე შეუძლია, კორეელებს საამისოდ ყველაფერი აქვთ”, - განაცხადა ფიფას 74 წლის მმართველმა.

მან იქვე მზადყოფნა გამოთქვა ჩრდოლოეთ კორეასთან მოლაპარაკებებზე და არ გამორიცხა,
რომ სამხრეთკორეელთა გამარჯვების შემთხვევაში, მუნდიალის რამდენიმე მატჩი მის ჩრდილოეთ სამეზობლოში ჩატარდეს.

შეგახსენებთ, 2018 წლის ჩემპიონატი სავარაუდოდ, ევროპაში გაიმართება, ოთხი წლის შემდეგ კი არაევროპულ ქვეყანაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული