პრობლემა მხოლოდ დომენეკი იყოო...

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მცველის, ვილიამ გალასის განცხადებით, მუნდიალზე სამფეროვანთა კრახის ერთადერთი მიზეზი რაიმონ დომენეკი იყო. გალასის თქმით, ნაკრების აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელებთან დიალოგის უნარი არ ჰქონდა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი და ფაქტობრივად, ერთადერთი პრობლემა დომენეკი იყო. მასთან ნორმალური ურთიერთობის აწყობა ვერა და ვერ მოვახერხეთ. შეუძლებელი იყო დომენეკთან ჯანსაღი დისკუსიის გამართვა. ჩვენი აზრი მისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა და ამიტომაც მას საერთოდ აღარ ველაპარაკებოდით, მხოლოდ ვუსმენდით და იმას ვაკეთებდით, რასაც გვავალებდა.

როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას დომენეკს ბოიკოტი გამოვუცხადეთ,
რადგან მან ანელკა გუნდიდან არა სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ ურთიერთობის გაწყვეტისთვის გააგდო. არადა, ანელკასთან ლაპარაკი დომენეკმა შეწყვიტა და ნიკოლამ მხოლოდ ამის შემდეგ არჩია დუმილი.

ვარჯიშის ბოიკოტირება კი მთელმა გუნდმა ერთსულოვნად გადაწყვიტა. მცდარია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვეტერანებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ზეწოლა მოვახდინეთ", - აცხადებს გალასი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული