მარიო ბალოტელი სომხეთთან მატჩში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი სომხეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მატჩში ვერ ითამაშებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, რომ ჩეზარე პრანდელის მიერ სასტარტო შემადგენლობაში შეყვანილ ფეხბურთელს მაღალი ტემპერატურა აქვს და მის ადგილს სებასტიან ჯოვინკო დაიკავებს.

მოასწრებს თუ არა ბალოტელი 16 ოქტომბერს დანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული