ევრო 2012-ის ფანზონაში წინასწარმეტყველი გოჭი იცხოვრებს

AutoSharing Option
კიევის ცენტრში, იქ, სადაც ივნისში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ფანზონა მოეწყობა, წინასწარმეტყველი გოჭი იცხოვრებს. კონტინენტის პირველობის მიმდინარეობისას ის ყოველდღე მომავალი მატჩების შედეგების პროგნოზებს გააკეთებს.

გოჭის გარდა, ევრო 2012-ის მატჩების შედეგებს ალტუშის აკვარიუმიდან რვაფეხა პაულიც იწინასწარმეტყველებს. ის უკვე გამოსცადეს 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის დონეცკის "შახტართან" "ბარსელონას" მატჩებზე. პირველი შეხვედრის შედეგი ("ბარსელონას" მოგება) პაულმა სწორად გამოიცნო, საპასუხო შეხვედრის წინ კი "შახტარის" მოგება იწინასწარმეტყველა და შეცდა (ესპანელებმა კვლავ გაიმარჯვეს).

მატჩების პროგნოზები, რომელთაც ცხოველები აკეთებენ, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ გახდა პოპულარული. ამ
ტურნირის დროს რვაფეხა პაულმა გერმანული ობერჰაუზენის აკვარიუმიდან რვა შეხვედრის შედეგი გამოიცნო და ერთხელაც არ შემცდარა. 2010 წლის ოქტომბერში პაულმა სიცოცხლე დაასრულა.

რაც შეეხება ევრო 2010-ის ფანზონას, ის 7 ივნისს გაიხსნება. ფანზონაში, რომელიც კიევის ცენტრში გაიმართება, 150 კვადრატული მეტრის ეკრანი დაყენდება, რომელზეც ტურნირის გადამწყვეტ მატჩებს აჩვენებენ. ფანზონაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიების და კონცერტის ჩატარება იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული