ფუნქციონერი რონალდო

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რონალდო ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაციამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელად დაამტკიცა.

"ფენომენის" წინამორბედი, ფედერაციის ჯერაც მოქმედი პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა კორუფციულ სკანდალშია გახვეული. მას ახლა საკუთარი თავის გადარჩენაზე უფრო მეტი ფიქრი უწევს, ვიდრე სხვა საქმეებზე. რონალდოს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა და "პენტაკამპეონების" ლეგენდარულმა დამრიგებელმა მარიო ზაგალომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული