პელემ ესპანეთი აღიარა

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ აღიარა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა დელ ბოსკეს ფორმაციის ესპანეთის ნაკრებში.

"ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომელიც გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დარჩება. დააკვირდით ჰოლანდიელებს: სამი მუნდიალის ფინალში იყვნენ, მაგრამ ვერა და ვერ გაიმარჯვეს. ამ გუნდის აგრესიულობა არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის. ესპანეთის ნაკრების თამაშისგან კი სიამოვნებას ვიღებდი. რასაკვირველია, ამ გუნდის წევრობას ვისურვებდი – დიად ფეხბურთელებს ყოველთვის სურთ დიად გუნდებში თამაში", - ზედმეტი მოკრძალების გარეშე თქვა პელემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული