დიდი სატრანსფერო მიდი-მოდი კალჩოში

AutoSharing Option
იტალიური გუნდები სატრანსფერო ციებცხელებაში არიან ჩაბმულნი და ამის შესახებ პრაქტიკულად ყველა ნომერში გვიწევს საუბარი.

მაგალითად, დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ "რომას" მესვეურებმა როგორც იქნა დაასრულეს მარტენ სტეკელენბურგის ტრანსფერზე მუშაობა და უკვე თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ ჰოლანდიის ნომერი პირველი მეკარე "ჯალოროსის" კარს დაიცავს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 28 წლის კიპერის სანაცვლოდ რომაელებმა 6.325 მილიონი ევრო ფადაიხადეს და მასთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. კიდევ ერთ მილიონ ევროს "აიაქსი" იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კი რომაელები მარტეენს გაასხვისებენ – ნახევარი მილიონი კი ამსტერდამელებს
"რომას" ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შემთხვევაში ერგებათ. აქვე ვთქვათ, რომ ჰოლანდიელი მეკარე წელიწადში 2.7 მილიონ ევროს მიიღებს.

ქვემოთ, უკვე შემდგარ ტრანსფერებს გაეცნობით...

ატალანტა
წავიდნენ: დელვეკიო (კატანია), დალა ბონა (ნაპოლი), ამორუზო (თავისუფალი აგენტი), ტალამონტი (როსარიო, არგენტინა), პეკეგრინო, ფერი (ორივე თავისუფალი აგენტი), ჩერავოლო (რეჯინა), რუოპოლო (პადოვა), ბაშა (ტორინო), დეფენდი (ბარი).

მივიდნენ: ფურტუნისი (ასტერასი, საბერძნეთი), დეფენდი (გროსეტო), კოლომბი (იუვე სტაბია), კაზერტა (ჩეზენა), შელოტო (კატანია), გაბიადინი (ჩიტადელა), არდემანი (პადოვა), ლუკინი (სამპდორია), მაქსი მორალესი (ველესი, არგენტინა), ა. მაზიელო (ბარი).

ბოლონია
წავიდნენ: ლუპატელი (ჯენოა), ესპოზიტო (ჯენოა), სილიგარდი (ინტერი), მეჯორინი (ჯენოა), ვივიანო (ინტერი), ბრიტოსი (ნაპოლი), ეკდალი (იუვენტუსი), მორასი, მუტარელი, ბუშე (ყველა თავისუფალი აგენტი).

მივიდნენ: სტოიანოვიჩი (ლუშტენაუ, ავსტრია), პაონესა (ჩეზენა), ბერნაჩი (ტორინო), მიტროვიჩი (ვიქტორია, ჩეხეთი), კოდა (კრემონეზე), რიკლერი (კიევო), ჟილე (ბარი), ვანტჯატო, კრესპო (ორივე პადოვა), ანტონსონი (კოპემჰაგენი, დანია), პულცეტი (კიევო), ვიტალე (ნაპოლი), აკვაფრესკა (ჯენოა), ალიარდი (პადოვა), ტაიდერი (გრენობლი, საფრანგრეთი), დიამანტი (ბრეშა).

კალიარი
წავიდნენ: მისიროლი (რეჯინა), აკვაფრესკა (ჯენოა), პელიცოლი (თავისუფალი აგენტი), ლანერი (ალბინოლეფე), მარკეტი (ლაციო), ლაძარი (ფიორენტინა).

მივიდნენ: სივაკოვი (ვისლა, პოლონეთი), ელ კაბირი (მელბიუ, შვედეთი), სივაკოვი (ვისლა, პოლონეთი), ელ ქაბირი (მელბიო, შვედეთი), მანკოზუ (სირაკუზა), იბარბო (ნასიონალი, კოლუმბია), ავრამოვი (ფიორენტინა).

კატანია
წავიდა: შელოტო (ატალანტა), პეშე (ასკოლი), კარბონი (ლანუსი, არგენტინა), ტერლიცი, პლაზმატი (ორივე თავისუფალი აგენტი), ბერგესიო სენტ ეტიენი, საფრანგეთი), მორიმოტო (ნოვარა), სილვესტრი (პალერმო).

მივიდნენ: დელვეკიო (ატალანტა), მორეტი (ასკოლი), ტერაჩიანო (მილაცო), ბარიენტოსი (ესტუდიანტესი, არგენტინა), კეკო (ატლეტიკო, ესპანეთი), პალიალუნგა (როსარიო, არგენტინა).

ჩეზენა
წავიდნენ: კაზერტა (ატალანტა), პელეგრინო (ატალანტა), პაონესა (ბოლონია), სამარკო (სამპდორია), დელაფიორე (პალერმო), ბუდანი (პალერმო), სანტონი (ინტერი), ფელიპე (ფიორენტინა), ფატიჩი (ჯენოა), აპია (თავისუფალი აგენტი), ხიმენესი (ალ აჰლი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები), გორობცოვი (ტორინო).

მივიდნენ: კალდიროლა (ინტერი), ტატინი (პავია), კიავარინი (დინამო ზ. ხორვატია), დე ფეუდისი (ტორინო), რანელა (გრასჰოპერსი, შვეიცარია), მუტუ (ფიორენტინა), როსი (ბარი), კომოტო (ფიორენტინა), ედერი (ბრეშა), კანდრევა (უდინეზე), გუანა (კიევო).

კიევო
წავიდნენ: ბოლიაჩინო (ნაპოლი), კონსტანტი (ჯენოა), რიკლერი (ბოლონია), მარკოლინი (პადოვა), მანტოვანი (პალერმო), პულცეტი (ბოლონია), გრანოჩე (ნოვარა), ფერნანდესი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გუანა (ჩეზენა).

მივიდნენ: რიკლერი (პიაჩენცა), ფარიასი (ფოჯა), ხანინი (კროტონე), იუნკო (ტორინო), ინგლეზე (ლუმეცანე), ბერტინი (პრო პატრია), ფატიჩი (ჯენოა), აჩერბი (ჯენოა), ფონდი (ფოლინო), ჰეტემაი (ბრეშა), ბასოლი (ფოლინო), მემუშაი (პორტოგრუარო), დეტორი (ტრიესტინა).

ფიორენტინა
წავიდნენ: დონადელი (ნაპოლი), მუტუ, კომოტო (ორივე ჩეზენა), დაგოსტინო (უდინეზე), ავრამოვი (კალიარი), სანტანა (ნაპოლი), სუკულინი, დი ტაკიო (ორივე იუვე სტაბია), ფრეი (ჯენოა).

მივიდნენ: ფელიპე (ჩეზენა), როციო (კავანეზე), რომიცი (რეჯინა), მარიტატო (რეჯინა), პაპა ვაიგო (გროსეტო), ლეპილიე (უეპენი, ბელგია), ნასტასიჩი (პარტიზანი, სერბეთი), რომულო (კრუზეირო, ბრაზილია), ლაძარი (კალიარი), მუნარი (პალერმო).

ჯენოა
წავიდნენ: რაფინია (ბაიერნი, გერმანია), პალოსკი (მილანი), ფატიჩი, აჩერბი (ორივე კიევო), ბოაკიე (სასუოლო), ფლორო ფლორესი (უდინეზე), კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), ელ შაარავი (მილანი), დესტრო (სიენა), კონკო (ლაციო), ესპოზიტო (ლეჩე), სკარპი (კარიერა დაასრულა), მეჯორინი (ნოვარა), აკვაფესკა (ბოლონია), ვინეტო (კროტონე), ედუარდო (ბენფიკა, პორტუგგალია), ჩიკო (მალიორკა, ესპანეთი), მილანეტო (პადოვა).

მივიდნენ: ლუპატელი (ბოლონია), ესპოზიტო (ბოლონია), ფატიჩი (ჩეზენა), ზიმა (სლავია, ჩეხეთი), ვინეტო (კროტონე), პარფაი (კროტინე), რუდოლფი (ბარი), ლაზარევიჩი (ტორინო), ჰალენიუსი (ლუგანო, შვეიცარია), ბენ ჯემია (ფროზინონე), აჩერბი (რეჯინა), პრატო (უნივერსიდადი, ჩილე), ბირსა (ოსერი, საფრანგეთი), სეიმური (უნივერსიდადი, ჩილე), კრაინიჩი (მარიბორი, სლოვენია), რიბასი (დიჟონი, საფრანგეთი), გრანკვისტი (გრონინგენი, ჰოლანდია), პაპასტატოპულოსი (მილანი), ბერეტი (მილანი), მერკელი (მილანი), ბოლცონი (სიენა), ფრეი (ფიორენტინა), ხარჯა (ინტერი), ხორკერა (კოლო კოლო, ჩილე), ესკობარი (დეპორტივო, კოლუმბია), კონსტანტი (კიევო), აკვაფრესკა (კალიარი), მეჯორინი (ბოლონია).

ინტერი
წავიდნენ: კალდიროლა (ჩეზენა), ობინა (ლოკომოტივი, რუსეთი), მატერაცი, სუასო (ორივე თავისუფალი აგენტი).

მივიდნენ: სილიგარდი (ბოლონია), სანტონი (ჩეზენა), მუნტარი (სანდერლენდი, ინგლისი), ბელეკი (კროტონე), კასტანიოსი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), ვივიანო (ბოლონია), ალვარესი (ველესი, არგენტინა), ჯონათანი (სანტოსი, ბრაზილია).

იუვენტუსი
წავიდა: რინაუდო (ნაპოლი), სალიჰამიჯიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია), ალმირონი (სიენა), ტრაორე (არსენალი, ინგლისი), აკვილანი (ლივერპოული, ინგლისი), ფელიპე მელო (გალათასარაი, თურქეთი), სისოკო (პსჟ, საფრანგეთი).

მივიდნენ: პირლო (მილანი), პაციენცა (ნაპოლი), ციგლერი (სამპდორია), ტიაგო (ატლეტიკო, ესპანეთი), პასკუატო (მოდენა), ლანცაფამე (ბრეშა), ამაური (პარმა), მარონე (სიენა), ეკდალი (ბოლონია), ალმირონი (ბარი), ლიხტშტაინერი (ლაციო), ვიდალი (ბაიერი, გერმანია), ვუჩინიჩი (რომა).

ლაციო
წავიდა: მეგნი (თავისუფალი აგენტი), ბერნი (ბრაგა, პორტუგალია), მუსლერა (გალათასარაი, თურქეთი), მენდიჩინო (გუბიო), მანფრედინი (სამბონიფაჩეზე).

მივიდნენ: კლოზე (ბაიერნი, გერმანია), ლულიჩი (იანგ ბოიზი, შვეიცარია), მაკივა (ლარისა, საბერძნეთი), კავანდა (ტორინო), მენდოჩინო (ასკოლი), კონკო (ჯენოა), მარკეტი (კალიარი), ცანა (გალათასარაი, თურქეთი), კარისო (სარაგოსა, ესპანეთი), სტანკიავიჩუსი (სამპდორია), სისე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი).

ლეჩე
წავიდა: კოპოლა (პარმა), რისპოლი (სამპდორია), როზატი (ნაპოლი), მუნარი (პალერმო), სინი, ბერტოლაჩი (ორივე რომა), ვივესი (ტორინო), ჯულიატო, ფაბიანო, ჩევანტონი (ყველა თავისუფალი აგენტი).

მივიდა: დიამუტენი (პესკარა), კაჩია (პიაჩენცა), ესპოზიტო (ჯენოა), შტრასერი (მილანი), კაროციერი (პალერმო), ჟულიო სერჟიო (რომა), კუადრადო (უდინეზე), ობოდო (ტორინო).

მილანი
წავიდნენ: მერკელი (ჯენოა), პაპასტატოპულოსი (ჯენოა), ბერეტა (ჯენოა), პირლო (იუვენტუსი), ვილა (ესპანიოლი, ესპანეთი), იანკულოვსკი (კარიერა დაასრულა), ალბერტაცი (ხეტაფე, ესპანეთი), ლეგროტალიე (თავისუფალი აგენტი), ონიევუ (სპორტინგი, პორტუგალია), ვერდი (ტორინო), შტრასერი (ლეჩე).

მივიდნენ: პალოსკი (ჯენოა), ძიგონი (ფროზინონე), დონარუმა (პიაჩენცა), ონიევუ (ტვენტე, ჰოლანდია), მექსე (რომა), ტაივო (მარსელი, საფრანგეთი), დინიცი (ეუპენი, ბელგია), კოპოლა (სიენა), ელ შაარავი (ჯენოა), კომი (ტორინო).

ნაპოლი
წავიდნენ: პაციენცა (იუვენტუსი), ლუკარელი (პარმა), სანტაკროჩე, ბლაზი (ორივე პარმა), კრიბარი, იეცო, ჯანელო (ყველა თავისუფალი აგენტი), იებდა (ბენფიკა, პორტუგალია), ვიტალე (ბოლონია), დუმიტრუ (ემპოლი), სოსა (მეტალისტი, უკრაინა).

მივიდნენ: დალა ბონა (ატალანტა), დონადელი (ფიორენტინა), რინაუდო (იუვენტუსი), ინსინიე (ფოჯა), ფერნანდესი (ესტუდიანტესი, არგენტინა), ბოლიაჩინო (კიევო), როზატი (ლეჩე), მანინი (სამპდორია), ჯემაილი (პარმა), ბრიტოსი (ბოლონია), კოლომბო (ტრიესატინა), სანტანა (ფიორენტინა), ინლერი (უდინეზე).

ნოვარა
წავიდა: გონსალესი (პალერმო), ბერტანი (სამპდორია), გალერი (კარიერა დაასრულა).

მივიდნენ: პაჩი (პარმა), გარსია (პალერმო), მორიმოტო (კატანია), მეჯორინი (ჯენოა), მაცარანი (უდინეზე), გალასი (პარმა), გრანოჩე (კიევო), მასაჩეზი (რიმინი).

პალერმო
წავიდნენ: პაოლუჩი (სიენა), ლივერანი (თავისუფალი აგენტი), კაროციერი (ლეჩე), დარმიანი (ტორინო), მუნარი (ფიორენტინა), კასამი (ფულჰემი, ინგლისი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), გოიანი (რეინჯერსი, შოტლანდია), კურტიჩი (ვარეზე).

მივიდნენ: დელაფიორე (ჩეზენა), ბუდანი (ჩეზენა), გონსალესი (ნოვარა), დი კიარა (რეჯინა), ველარდი (მოდენა), რუბინიო (ტორინო), რაჯი (ბარი), ჟოაო პედრო (ვიტორია, პორტუგალია), ზახავი (ჰაპოელი, ისრაელი), ლაბრინი (უაჩიპატო, ჩილე), მილანოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი), სიმონი (ხალადაში, უნგრეთი), პიზანო (ვარეზე), ბერტოლო (სარაგოსა, ესპანეთი), სეტო (ტულუზა, საფრანგეთი), დი მატეო (ვიჩენცა), მუნარი (ლეჩე), ლანცაფამე (ბრეშა), მანტოვანი (კიევო), სილვესტრი (კატანია).

პარმა
წავიდა: ამაური (პარმა), ჯემაილი (ნაპოლი), ანჯელო (სიენა), კასტელინი (სამპდორია), პაჩი, გალასი (ორივე ნოვარა), ბოჟინოვი (სპორტინგი, პორტუგალია), პიზანო (ვიჩენცა), კანდრევა (უდინეზე).

მივიდნენ: კოპოლა (ლეჩე), ლუკარელი (ნაპოლი), პერეირა (არისი, საბერძნეთი), მანდორლინი (პიაჩენცა), კასტელინი (რომა), პელე (ალკმაარი, ჰოლანდია), სანსონე (ბაიერნი, გერმანია), ბორინი (ჩელსი, ინგლისი), სანტაკროჩე (ნაპოლი), ბიაბიანი (სამპდორია), ბრანდაუ (სიენა), ვალდესი (სპორტინგი, პორტუგალია), სკიავი (ვიჩენცა), კოლომბა (სპალ).

რომა
წავიდნენ: კასტელინი (პარმა), მექსე (მილანი), ლორია (თავისუფალი აგენტი), რიისე (ფულჰემი, ინგლისი), პეტინარი (კროტონე), დონი (ლივერპული, ინგლისი), გუბერტი (ტორინო), გ. Bურდისო (როსარიო, არგენტინა), ვუჩინიჩი (იუვენტუსი), ჟულიო სერჟიო (ლეჩე), მენეზი (პსჟ, საფრანგეთი).

მივიდნენ: ოკაკა (ბარი), დალესანდრო (ლივორნო), სისინიო (ვილიარეალი, ესპანეთი), ბარუსო (ლივორნო), კრეშენცი (კროტონე), ბერტოლაჩი, სინი (ორივე ლეჩე), ნეგო (ნანტი, საფრანგეთი), ლამელა (რივერ პლეიტი, საფრანგეთი), ხოსე ანხელი (სპორტინგი, ესპანეთი), ჰაინცე (მარსელი, საფრანგეთი), ბოიანი (ბარსელონა, ესპანეთი), სტეკელენბურგი (აიაქსი, ჰოლანდია).

სიენა
წავიდნენ: ბოლცონი (ჯენოა), მარონე (იუვენტუსი), კოპოლა (მილანი), კაპუტო (ბარი), კაჩატორე (სამპდორია), ბრანდაუ (პარმა), ჟენევიე (ლივორნო), კულიბალი (ტოტენჰემი).

მივიდნენ: პაოლუჩი (პალერმო), რადოი (სანტარკანჯელო), კოდრია (ბარი), დანტი (რეჯინა), პარავიჩინი (ლივორნო), ციოლისი (რასინგი, ესპანეთი), ალმირონი (იუვენტუსი), ანჯელო (პარმა), ბელმონტე (ბარი), დესტრო (ჯენოა), დაგოსტინო, ბრკიჩი, ანჯელა (ყველა უდინეზე).

უდინეზე
წავიდნენ: ბელიკი (აეკ, საბერძნეთი), ლო (ვიჩენცა), კორადი (თავისუფალი აგენტი), მაცარანი (ნოვარა), დაგოსტინო, ანჯელა, ბრკიჩი (ყველა სიენა), ჰაიმე (გრანადა, ესპანეთი), ინლერი (ნაპოლი), კანდრევა (ჩეზენა), სანჩესი (ბარსელონა, ესპანეთი), კუადრადო (ლეჩე).

მივიდნენ: ხაიმე (ბარი), რომო (დე მერიდა, ვენესუელა), ობოდო (ტორინო), ნიომი (გრანადა, ესპანეთი), მურიელი (გრანადა, ესპანეთი), მენსა (გრანადა, ესპანეთი), გეიხო (გრანადა, ესპანეთი), დანი ბენიტესი (გრანადა, ესპანეთი), მოროზინი (ვიჩენცა), მაცარანი (მოდენა), მარინო (ასკოლი), ლაურიტო (ემპოლი), ფორესტიერი (ემპოლი), ალემაო (ვარეზე), დანილო (პალმეირასი, ბრაზილია), ფაბიანი (ემპოლი), ბრკიჩი (ვოივოდინა, სერბეთი), დაგოსტინო (ფიორენტინა), ფლორო ფლორესი (ჯენოა), ბარეტო (ბარი), პირისი (ნასიონალი, ურუგვაი), სისოკო (ტრუა, საფრანგეთი), დუბაი (იანგ ბოიზი, შვეიცარია), ნიუტონი (გრემიო, ბრაზილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული