ტიაგო მოტა: იტალიაში ყველა გულშემატკივარი ბედნიერი უნდა იყოს

AutoSharing Option
"ინტერის" ნახევარმცველმა ტიაგუ მოტამ "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მილანელთა მეოთხედფინალში გასვლა მთელი იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, მისი თქმით, მიუნხენელებთან დაპირისპირებაში დადებითი შედეგისა მთელ გუნდს სჯეროდა.

"იტალიაში ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ბედნიერი უნდა იყოს, იმიტომ რომ მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. სერია А-ს ერთერთი გუნდის მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის შემდეგ რაუნდში გასვლა ქვეყნისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.

ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ გვჯეროდა, რომ გამარჯვებას მივაღწევდით. საკუთარი თავის და ფეხბურთის ყოველთვის უნდა გვჯეროდეს", -
თქვა ტიაგუ მოტამ.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული