"ქუთაისმა" სუპერლიგის მე-2 ტურის ბოლო შეხვედრაში გაუ 111:88 დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-2 ტური დღეს, ქუთაისში დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ქუთაისი 2010”-მა, რომელმაც პირველ ტურში სტუმრად "რუსთავთან" წააგო, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდს, გაუ-ს უმასპინძლეს და დამაჯერებლად – 111:88 (სტატისტიკა) სძლიეს.

მატჩის ბედი პირველი ნახევრის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. ქუთაისელებმა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 32:22 მოგების შემდეგ ტემპს კიდევ უფრო უმატეს. მეორე ათწუთეული ტუღუშის გუნდმა 21 ქულის სხვაობით – 35:14 მოიგო და შეხვედრას სპორტული ინტერესი დაუკარგა. გაუ-ს არ ჰქონდა ის რესურსი, რომ 31-ქულიანი დეფიციტი მეორე ნახევარში გაებათილებინა. თბილისელებმა
კი მოიგეს მესამე და მეოთხე პერიოდებიც, თუმცა მცირე სხვაობებით და ამის მიზეზი ის იყო, რომ ქუთაისელებს თავი აღარ გამოუდიათ.

ბოლო პერიოდში მოედანზე სათადარიგოები გამოვიდნენ – თამაშის შანსი ორივე გუნდიდან განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს მიეცა. საბოლოოდ ქუთაისელებმა 23 ქულით იმარჯვეს. იმერულ კლუბში 22 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ სოსელია გახდა. 18 ქულა და 6 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 101-0 ქულა დეტრეკ ბრაუნინგმა და მიხეილ ბერიშვილმა მიითვალეს. გაუ-ს რიგებში 21-21 ქულით ლეგიონერები – აიზია სმოლი და ენდრიუ ლუისი გამოირჩნენ.

მე-3 ტურის მატჩები 28 და 28 ოქტომბერს, ასევე, 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0