"მარგვეთმა" თსუ-ს ბრძოლაში მოუგო და სერია გაუთანაბრა

AutoSharing Option
მარგვეთმა დაამტკიცა, რომ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ოლიმპს მეოთხედფინალურ სeრიაში შემთხვევით არ მოუგო. სერიაში მოგება შემთხვევით არც ხდება, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს რომ პოტენციალი გააჩნია, სეზონის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა და კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვება მარგვეთმა 7 მაისს, სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში მოიპოვა.

მოპოვებული გამარჯვებისთვის განსაკუთრებით შესაქებია მარგვეთი იმის გათვალისწინებით, რომ სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან 17 ქულით, თითქმის უშანსოდ ჰქონდა წაგებული. მომდევნო მატჩში მარგვეთმა ერთ-ერთი ლეგიონერი, გუნდის ბომბარდირი, რონი როზიე მოისაკლისა, ხოლო გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ოთარ ბულიავამ
თამაშის დასრულებამდე 6 წუთით წუთით ადრე, როცა ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა, ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ყოველივე ამის შემდეგ, მარგვეთმა კბილებით დაიცვა ის ლიდერობა, რის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად მთელი თამაში იბრძოდა. მარგვეთი თავიდანვე მედგრად დაუდგა თსუ-ს და კომბინირებული თამაშით – როგორც წინა, ისე უკანა ხაზში – უპირატესობას არ თმობდა. ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა არ იყო გარკვეული. ყველაფერი ნერვების თამაშმა გადაწყვიტა. ბოლო წუთზე ორივე გუნდმა უხვად ესროლა საჯარიმოები, რაშიც მარგვეთის კალათბურთელები 100-პროცენტიანები გამოდგნენ და გაიმარჯვეს კიდეც. თსუ-ს ბოლო წამზე შანსი მიეცა, როცა მალკოლმ დრამრაითმა მეორე საჯარიმო ააცილა, ბურთი ცინცაძემ მოხსნა, ჯიმონ ჰენსონს გადააწoდა, თუმცა ამ უკანასკნელმა გამარჯვების სამქულიანი გააცუდა.

მარგვეთმა 95:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერია გაათანაბრა – 1:1. გამარჯვებულთაგან მარქუს გილსონი 21 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით გამოირჩა. 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პას შეუცვლელად მოთამაშე ზაკ უოლტონმა მიითვალა, ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი, წინა მატჩის მსგავსად, გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა: 17 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა.

სერიის მესამე მატჩი 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0