თსუ-მა კაკტუსს 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა და სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თსუ სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კაკტუსს მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 90:89 (სტატისტიკა) მოუგო და საერთო ანგარიშით – 3:1 გაიმარჯვა. მოგებაცაა და მოგებაც – თსუ პირველი ნახევრის შემდეგ 25 ქულით აგებდა, ხოლო ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა საოცარი ბრძოლისუნარიანობისა და შეუპოვრობის ხარჯზე საოცარი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი 2 დიამეტრულად განსხვავებული ნახევრისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი კაკტუსის იყო, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა და ტაბლოზე დიდი შესვენებისთვის ადეკვატური ანგარიშიც აისახა – 53:28. ასეთი შედეგის შემდეგ გუნდების უმეტესობა ფსიქოლოგიურად ტყდება.
მესამე პერიოდიდან თამაში თუ არ აეწყო, ფარ-ხმალს ყრის, რაც თსუ-ს კალათბურთელებისთვის შეუფერებელია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში მხოლოდ 7 ქულა გააბათილეს და ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით ჩამორჩებოდნენ, უნივერსიტეტელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და საწადელს მიაღწიეს.

რთულია კონკრეტული მოთამაშეების გამორჩევა. თსუ-ს ყველ წევრმა, რომელიც მოედანზე იმყოფებოდა, მაქსიმუმი გააკეთა და საარაკო გამარჯვება გამოჭედა, რომელიც დიდ ხანს ემახსოვრება როგორც კაკტუსის კალათბურთელებს, ისე სუპერლიგის ქომაგებს. თსუ-ში ლეგიონერი – მალკოლმ დრამრაითი და ჯიმონ ჰენსონი გამოირჩნენ. პირველმა 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ კი – 22 ქულა და 5 მოხსნა. მიხეილ ბერიშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ დარბაიძემ – 12, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა და 7 პასი დაგროვდა. კაკტუსში 14 ქულითა და 24 მოხსნით (!) საუკეთესო იყო ჯეისონ კოპმანი. 20 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი რაიან ალენმა მიითვალა.

კაკტუსმა სეზონი დაასრულა, თსუ კი ნახევარფინალშია და მეტოქეს ოლიმპისა და მარგვეთის წყვილიდან ელოდება, რომლებიც ხვალ, 29 აპრილს, სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას ითამაშებენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0