კალათბურთი

სუპერლიგა

ლეგენდარული თბილისის "დინამო" სუპერლიგიდან გავარდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ "ოლიმპი" ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – "ტიტები". ორივეგან მასპინძლებმა იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითდა. "ოლიმპის" ძლევით აღებული 2 ქულით რუსთაველები “დინამოსთვის” მიუწვდომელნი გახდნენ. დღემდე მხოლოდ “რუსთავი” გახლდათ ის გუნდი, რომლის გადასწრების შანსი "დინამოელებს" ჰქონდათ.

1991 წლიდან დღემდე, თბილისის “დინამო” საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. დინამოელებს საქართველოს ჩემპიონობა 5-ჯერ: 1991, 2003, 2014, 2017 და 2018 წლებში აქვთ მოგებული. 2021-2022 წლების სეზონი ლეგენდარული ქართული კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. რეგულარული ჩემპიონატის
დამთავრებამდე 3 ტურით ადრე გუნდმა სუპერლიგაში ადგილი დაკარგა. დებულებით, ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგას ტოვებს და დინამოელებს 17 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ და ბოლო ადგილისთვის განწირულნი არიან.

წყარო: gbf

altთსუ-მ "დინამოს" სძლია და სუპერლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა

alt“კაკტუსმა” უშუალო კონკურენტ “რუსთავს” მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა

altსაქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო