სუპერლიგა: "მგზავრებმა" "დელტა" 20 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მე-3 მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და მარნეულის “დელტა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისური გუნდის უპირატესობით დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა კიდეც. ქვემოქართლელებმა “მგზავრებს” წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ჩემპიონატში მე-10 მარცხი იწვნიეს.

არადა, ამ გუნდებს შორის ცხრილში სხვაობა მცირე იყო და გამარჯვების შემთხვევაში “დელტა” მგზავრებს” მოგებებით უთანაბრდებოდა. პირველი პერიოდის შემდეგ მარნეულელები მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა დიდი შესვენებისთვის სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა. “მგზავრების” მოთამაშეები სწრაფად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდნენ. სხვაობაც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა და ამ
პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მატჩის ბოლომდე თბილისურმა გუნდმა 20 ქულამდე გაზარდა უპირატესობა და 97:77 გაიმარჯვა.

ეს გახლდათ “მგზავრების” მე-4 გამარჯვება მე-11 მატჩში და ამ შედეგით ეს გუნდი ცხრილში მე-7 ადგილზეა. გამარჯვებულებს 23 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა ადრიან ბოუის, ხოლო ოთარ ფხაკაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. “დელტაში” 14-14 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა: ლევან ელიაძემ, ტაილერ ალდერმანმა და ნიკოლას ნილმა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი 24 დეკემბერს, რუსთავში გაიმართბა, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.

მატჩისშემდგომი კომენტარები  

ნიკა ცინცაძე, “მგზავრების” მწვრთნელი:
“თამაში ცოტა ნელა დავიწყეთ. გვქონდა ბევრი შეცდომა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ. ჩვენი მთავარი პლუსი იყო დაცვა, სადაც არაერთი ბურთი ჩავჭერით და შემდეგ გავრბოდით სწრაფ შეტევაში. სტატისტიკა ჯერ არ მინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სწრაფ შეტევებში გვქონდა მთავარი უპირატესობა. ბიჭებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და ეს ანგარიშზეც აისახა”.

თემურ კანკია, მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:


მეტოქე გუნდი აშკარად უკეთ იყო მომზადებული თამაშისთვის, ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღმდეგობა და შედეგიც სახეზეა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0