"რუსთავმა" სუპერლიგა "ქუთაისის" ძლევით დაიწყო

AutoSharing Option
გასულ სეზონის ფინალისტმა რუსთავმა სუპერლიგის მორიგი გათამაშება ღირებული გამარჯვებით დაიწყო. ყველა მოგებას თავისი ფასი აქვს, თუმცა როცა მეტქედ რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გუნდი გყავს, რომელიც რეალურად ძლიერი შემადგენლობითა და ამბიციით გეწვია, გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსთავი საკმაოდ კარგი გუნდია და არაერთ საშინაო თამაშსაც მოიგებს, თუმცა ქუთაისელთა წინააღმდეგ სადებიუტო დაპირისპირებაში გამარჯვებ სულ სხვა მუხტისა და ბიძგის მატარებელია.

რუსთავმა დუდუ დადიანის მემორიალზე ორივე მატჩი წააგო – ზესტაფონი მარგვეთთან და გურჯაანის დელტასთან, თუმცა ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს შეეტყო, რომ სუპერლიგაში
საკმაოდ ამბიციური იქნებოდა. ქვემოქართლელებს რიგიანი 4 ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს, გუნდში არიან რუსთაველები და 2 გამრჯე ახალგაზრდა გასული სეზონის შემადგენლობიდან – ლუკა ბულაშვილი და ლევან ბაბილოძე. გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს თანაქალაქელების და დღეს დაწყებულ სუპერლიგაში ნებისმიერი მეტოქისთვის კონკურენტუნარიანი იქნება.

ქუთაისი ბოლო პერიოდში გატყდა, მანამდე კი კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა. პირველ პერიოდში წინ იყო, ხოლო ტაიმის 2 ქულით წაგების შემდეგ, მესამე პერიოდში 5 ქულით დაწინაურება მოახერხა. რუსთავმა თამაში ზუსტი სამქულიანებითა და მწყობრი დაცვით მოახერხა. მესამე პერიოდში ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში მეტოქე უშანსოდ დატოვა. სეთ მაქსველი ფარქვეშ მეტოქეებს ვერ ჯაბნიდა, თუმცა პერიმეტრზე რუსთაველთა დომინირება აშკარა იყო – ჯორდან ჰენდერსონი და დემარი კინგი სამიანებსაც შედეგიანად აგდებდნენ და სწრაფი შეტევებიც ემარჯვებოდათ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კარგ გაგრძელებას უძებნიდნენ და რუსთავიც ხეირობდა.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთავის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. კოტე ტუღუში არაერთხელ შეეცადა, თამაშის სცენარი სათავისოდ შეეცვალა, მაგრამ რუსთაველთა სტაბილური თამაშმა ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ რუსთავმა 103:86 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და აქტივში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.

ქვემოქართლელთა გუნდში საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა და კორდან ჰენდერსონმა გაიზიარეს. პირველმა 16 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 24 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი. 6 სამიანი და 23 ქულა მიითვალა დემარი კინგმა, სეთ მაქსველის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 23 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი. 16 ქულა და 7 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 10-10 ქულა დავით ლომიძემ და მიხეილ ბერიშვილმა გაიფორმეს.

სუპერლიგის პირველი ტურის 1 მატჩი გადადებულია. თსუ, რომელიც 18 ოქტომბერს გერმანიაში, ფიბა ევროპის თასის სადებიუტო მატჩს ატარებს, სუპერლიგაში დაგეგმილ მატჩს გორის ივერიონთან არ ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა დეკემბრის ბოლოს ჩატარდება.

GBF


მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოდა ჩემო მიხაელ ამის თქმა დაწერა მინდოდა. სირცხვილი არაა თბილისის დინამო მეორე ლიგაში იყვეს და ეს ერთ წლიანი პროექტები კი აქ და რა სახელიც ნახა ევრო თასზე ერთ ერთმა კი ნახავდი ცოტა ხნის უკან...
Maximus
15:49 15-10-2023
0
და თბილისის დინამო სად არის??? რამე დააშავენ თუ რა ხდება???
Maximus
12:46 15-10-2023
0

სიახლეები პოპულარული