3x3Geotour2023-ის ფინალურ ტურნირს ბათუმის გამარჯვებული გუნდი “მეათე” შეემატა

AutoSharing Option
3x3Geotour2023-ის მორიგი ტური ბათუმში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 3×3 კალათბურთში საქართველო ჩემპიონატი თბილისური ტურით 17 ივნისს გაიხსნა, საიდანაც 9 საუკეთესო გუნდმა 15 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბათუმის ტურიდან ფინალური ეტაპის 1 საგზური თამაშდებოდა, რომელიც გუნდ “მეათეს” ერგო ნიკოლოზ სოსელიას, თემურ ხითარიშვილის, თემურ კვიცარიძისა და ოთარ გაბეხაძის შემადგენლობით.

“მეათემ” ფინალში გუნდი Finishers 17:12 დაამარცხა და ბათუმის ტურის გამარჯვებულის პრიზთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურიც მიიღო. მთლიანობაში კი ბათუმურ ტურნირში 9 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 9 ჯგუფში განაწილდა. ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში
ჯგუფების გამარჯვებულები და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდა. პირველ ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა. მომავალმა ჩემპიონმა იოლად, 21:8 დაამარცხა Friendlymix, ხოლო Finishers-მა 17:11 სძლია HoHoHo-ს.

უკვე გამოვლენილია ფინალური ეტაპის 10 საუკეთესო, რომლებსაც მომდევნო შესარჩევი ტურების (თელავის და რუსთავის) გამარჯვებულები დაემატებიან. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული