ზაზა ფაჩულიას აკადემიაში ინოვაციური საკალათბურთო მომზადების სექცია Shoot 360 გაიხსნა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ თბილისში ინოვაციური მომზადების სექცია – Shoot 360 გახსნა. ეს გახლავთ ინდივიდუალური მომზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ დარბაზში კალათბურთელი ინდივიდუალური უნარების განვითარებას შეძლებს.

Shoot 360 ამერიკაში ფართოდ დანერგილი პრაქტიკაა და მას არაერთი სუპერვარსკვლავი თუ დამწყები კალათბურთელი იყენებს. საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს თანამედროვე საკალათბურთო მომზადების პროგრამა დაინერგა. ის ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში გაიხსნა და სრულად მოიცავს აკადემიის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც 8 მწვრთნელი Shoot 360-ის პროგრამით მომზადების მსურველებს ავარჯიშებს. ზაზა ფაჩულიამ აღნიშნული
პროგრამის განხორციელებაში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დღეს Shoot 360-ის პრეზენტაცია მოეწყო. ზაზა ფაჩულიამ აკადემიაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძეს უმასპინძლა. პრეზენტაციის გასაშუქებლად აკადემიაში თავი მასმედიის წარმომადგენლებმა მოიყარეს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ინოვაციური მომზადების პროგრამა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც გაკეᲗდება კარგია,მაგრამ ყველა ფენასᲗვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
მარტო ფულიან ხალხზე არ უნდა იყოს გაᲗვლილი.
მოქალაქე
12:06 16-12-2021
0
ეს კარგი ამბავია, თან ფულს დაწერს, მაგრამ დინამოს დედა რატომ უტირა ზაზამ?!
ზაზა
01:32 16-12-2021
2

სიახლეები პოპულარული