“ბ” ლიგების გათამაშება 18-წლამდელებმა დაიწყეს

AutoSharing Option
ხუთშაბათს სტარტი აიღო "ბ" ლიგის გათამაშებამ 18-წლამდელთა შორის. ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, რომელიც დედაქალაქის ასაკობრივ ტურნირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ატარებს.

18-წლამდელთა "ბ" ლიგაში 26 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 5 ჯგუფში არიან განაწილებულნი. მომდევნო ეტაპზე 16 გუნდი გადის, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ. 1/8 და 1/4 ფინალურ სერიებში გამარჯვება 1 მოგებამდეა, ხოლო 1/2 და ფინალში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება.

პლეი ოფში ჯგუფებში საუკეთესო 3-3 და პლუს 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი გუნდი გავა.

ტურნირის გახსნით მატჩში
"დინამომ" "მართვე" 60″50 დაამარცხა, ხოლო "ორბი 3"-მა "მაკაბი 3"-ს 70:63 სძლია.

მომზადებულია GBF.GE-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული