კალათბურთი

სხვადასხვა

ვატო ნაცვლიშვილი: ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ დელეგატები და არა კალათბურთელები

AutoSharing Option
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმათა უმრავლესობით პაატა გურასპაულმა გაიმარჯვა.

არჩევნების დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფ დელეგატებს ვატო ნაცვლიშვილმა მიმართა, რომელიც პაატა გურასპაულმა გამგეობის ახალ წევრად დაასახელა.

"წესითა და რიგით, დღეს არჩევნებზე ერთი კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო. მსურს, რომ მომდევნო არჩევნებში 2-3 კანდიდატი იყოს, კონკურენციაც ღირსეული იქნება და სწორედ დელეგატები გადაწყვეტენ, ვინ აირჩიონ პრეზიდენტად.

ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ დელეგატები და არა კალათბურთელები. ჩემი კარიერა მაძლევს ამის თამამად დაფიქსირების საშუალებას. კარიერა ათი წლის წინათ დავასრულე და მას შემდეგ კალათბურთში
ვარ.

დელეგატებიც სწორედ ის პიროვნებები არიან, რომლებიც ზოგი სუპერლიგის კლუბს წარმოადგენს, ზოგი - ბავშვთა საკალათბურთო სკოლებს. დიდი წვლილი შეგვაქვს კალათბურთის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში".