კალათბურთი

სხვადასხვა

გიორგი შერმადინი: მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მალაგას "უნიკახას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე შიო ხეცურიანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!", - დაწერა შერმადინმა "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ კალათბურთიდ ფედერაციის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.