დონჩიჩის სუპერმატჩი და "კლიპერსის" ზედიზედ მესამე მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დალას მავერიქსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერს" უმასპინძლა და 144:126 გაიმარჯვა.

ტეხასელთა რიგებიდან ლუკა დონჩიჩმა 44 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა, სლოვენიელმა მეტოქის ფარში 9 ცდიდან 6 სამქულიანი მოათავსა.

კაირი ირვინგმა თავი 27 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"კლიპერსიდან" საუკეთესო კავაი ლეონარდი გახდა, კალიფორნიელთა ლიდერმა 26 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "დალას მავერიქსი" 7 გამარჯვებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, ჯეისონ კიდის გაწვრთნილი
გუნდი მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ლოს ანჯელეს კლიპერსი" 3 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, ტაირონ ლუს გაწვრთნილი გუნდი 13 ნოემბერს, "მემფის გრიზლსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული