მეგა-მატჩი "კრიპტო არენაზე" - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 130:125 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა 35 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ენტონი დევისმა გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

დიანჯელო რასელმა 27 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხება "კლიპერსს", კავაი ლეონარდმა თავი 38 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა აქტივში 35 ქულა, 6
მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, 3 მოგებითა და 2 წაგებით ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 პოზიციას იკავებენ.

"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.

"კლიპერსი" 7 ნოემბერს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა დედაფეთქებული ქვეყანაა, როგორ გაჰყვირიან, როგორ ღრიალებენ, დარბიან ქუჩებში და ხალხს ხოცვენ... ამით კალათბურთიც მ---ნ და ამათი ლგბტ გაგება!
aburjga
10:32 02-11-2023
7

სიახლეები პოპულარული