"ოკლაჰომამ" "მილუოკი" დაამარცხა - ლილარდი "ბაქსში" ვერა და ვერ ათამაშდა [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის მატჩები მიმდინარეობს. 

"ოკლაჰომა სიტი თანდერმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 124:101 დაამარცხა. 

მასპინძელთა მხრიდან ჯოშ გიდიმ თავი 19 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

"ირმების" შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. 

საუკეთესო მალიკ ბისლი გახლდათ, რომელმაც აქტივში 20 ქულა (6/11 სამქულიანი) ჩაიწერა. 

ჯერჯერობით დემიენ ლილარდი საკუთარი თავის აჩრდილია, დღეს ერთ-ერთმა გამორჩეულმა გამთამაშებელმა 25 წუთში 5 ქულა (2/11) ჩააგდო. 

ორივე გუნდს 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს,
"თანდერი" მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, "დეტროიტ პისტონსთან" ჩაატარებს, "ბაქსი" 21 ოქტომბერს "მემფის გრიზლს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წინა თამაშში ლილარდმა 39 ქულით (მათ შორის ბოლო წამების სამქულიანით) არ მოაგებინა ბაქსს? რა "ვერა და ვერ ათამაშდა"
Dome
13:47 31-10-2023
0

სიახლეები პოპულარული