"დენვერმა" "ჰიტი" დაამარცხა, 3:1 დაწინაურდა და საკუთარ კედლებში გაჩემპიონებას შეეცდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსმა" "მაიამი ჰიტი" სტუმრად 108:95 დაამარცხა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.

სტუმართა მხრიდან აარონ გორდონმა 27 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ნიკოლა იოკიჩმა 23 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება მიითვალა.

ბრუს ბრაუნმა აქტივში 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "ჰიტს", ჯიმი ბატლერმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ბემ ადებაიომ თავი
20 ქულით, 11 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

სერიის მეხუთე შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, იმ შეთხვევაში თუ "დენვერი" საკუთარ კედლებში ფლორიდელებს დაამარცხებს, ჩემპიონობის ტიტულს მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული