აღმოსავლეთის დრამა დასრულდა! "ჰიტი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მეორე მონაწილე "მაიამი ჰიტი" იქნება, რომელმაც "სელტიკსი" აღმოსავლეთის ფინალის მე-7 სერიაში 103:84 დაამარცხა.

ჯიმი ბატლერმა თავი 28 ქულით, 7 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

იქს ფაქტორი აღმოჩნდა კალებ მარტინი, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა მატჩის დაწყებისთანავე ფეხის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ასე მოუწია, რის გამოც დიდად თავი ვერ გამოიჩინა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1
ჩაჭრა გახლდათ.

მატჩი ჩააგდო ჯეილინ ბრაუნმაც, რომელმაც 19 ქულა დააგროვა, თუმცა მატჩიდან 35% ესროლა და 8 დაკარგვა ჰქონდა.

სუპერფინალში "ჰიტის" მეტოქე "დენვერი" იქნება, რომელმაც "ლეიკერსი" მარტივად, 4:0 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირების პირველი მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული