"დენვერმა" "ფინიქსი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. "დენვერ ნაგეტსმა" "ფინიქს სანსი" 125:100 დაამარცხა და სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

ნიკოლა იოკიჩმა თავი 32 ქულით, 10 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ჯამალ მარიმ გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.

ფენიქსელების მხრიდან კამერონ პეინმა აქტივში 31 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ნაგეტსი" ფინალში გავიდა, სადაც "ლეიკერსისა" და "გოლდენ სტეიტის" სერიაში გამარჯვებულს შეხვდება, ამ მომენტისთვის "ლეიკერსი"
"ოქროს შტატელებს" 3:2-ს ამარცხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული