"სელტიკსმა" "ფილადელფია" სტუმრად დაამარცხა - წინ მე-7 მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "ფილადელფია" სტუმრად 95:86 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:3 გახადა.

სტუმართა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა აქტივში 19 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

მარკუს სმარტის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა, 7-იც შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

"ფილადელფიის" შემადგენლობიდან ჯოელ ემბიდმა გუნდს 26 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

ტაირის მაქსმა თავი 26 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით
გამოიჩინა.

ამრიგად, მე-7, გადამწყვეტი მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული