კარის ლიდერობით "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ის პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, 121:106 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა 2:3 გახადა.

ტრადიციულად საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ენდრიუ უიგინსმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

დრეიმონდ გრინმა 20 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსის" შემადგენლობი
დან ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა, ენტონი დევისმა - 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

ოსტინ რივსისა და დიანჯელო რასელის ანგარიშზე კი 15-15 ქულა გახლდათ.

ამრიგად, "ლეიკერსი" სერიაში მე-6 მატჩს 13 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი კონფერენციის ფინალში გავა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული