სტეფისა და კლეის 50 ქულა - "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" მარტივად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 27 ქულიანი სხვაობით, 127:100 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კლეი ტომპსონმა 30 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სტეფ კარიმ 20 ქულა, 4 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ლეიკერსის" მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

რუი ჰაშიმურამ თავი 21 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მომდევნო 2
დაპირისპირება კი 7 და 9 მაისს, "ლეიკერსის" მოედანზე გაიმართება.

სხვა შეხვედრები:

"ფილადელფია" - "ბოსტონი" - სერიაში ანგარიშია 1:1

"ფინიქსი" - "დენვერი" - სერიაში ანგარიშია 0:2

"მაიამი" - "ნიუ იორკი" - სერიაში ანგარიშია 1:1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული