"მაიამი" და "მინესოტა" პლეი-ოფში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის დარჩენილი 2 შეხვედრა გაიმართა.

"მაიამი ჰიტმა" "ჩიკაგო ბულზსს" უმასპინძლა და 102:91 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა და მაქს შტურსმა თანაბარი 31-31 ქულა ჩააგდეს.

"ჩიკაგოს" შემადგენლობიდან დემარ დეროუზანმა 26 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "ჰიტი" პლეი-ოფში გავიდა და "მილუოკი ბაქსს" შეხვდება, "ბულზსისთვის" კი სეზონი დასრულებულია.


პლეი-ინის მეორე შეხვედრაში "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "ოკლაჰომა სიტი თანდერი" და მარტივად 120:95 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კარლ ენტონი თაუნსმა 28 ქულა, 11 მოსხნა, 3
შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ენტონი ედვარდსმა 19 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

სტუმართა მხრიდან შაი გილჯეს-ალექსანდერმა აქტივში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

ლუგენტს დორტმა და ჯეილინ უილიამსმა თანაბარი 17-17 ქულა ჩააგდეს.

ამრიგად, "ტიმბერვულვზი" პლეი-ოფში გავიდა, სადაც "დენვერ ნაგეტსს" შეხვდება, "ოკლაჰომამ" კი სეზონი დაასრულა.


პლეი-ოფის შეხვედრები: (პირველი მატჩები)

აღმოსავლეთ კონფერენცია:

"ფილადელფია" - "ბრუკლინ ნეტსი" (15 აპრილი - 21:00 საათი)

"ბოსტონ სელტიკსი" - "ატლანტა ჰაუქსი" (15 აპრილი - 23:30 საათი)

"კლივლენდ კავალიერსი" - "ნიუ იორკ ნიქსი" (16 აპრილი - 02:00 საათი)

"მილუოკი ბაქსი" - "მაიამი ჰიტი" (17 აპრილი - 01:30 საათი)

დასავლეთ კონფერენცია:

"დენვერ ნაგეტსი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" (17 აპრილი - 06:30 საათი)

"მემფის გრიზლი" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (16 აპრილი - 23:00 საათი)

"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" (16 აპრილი - 04:30 საათი)

"ფინიქს სანსი" - "ლოს ანჯელს კლიპერსი" (17 აპრილი - 04:00 საათი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული