"ჩიკაგომ" "ტორონტო" დაამარცხა და პლეი-ოფში გასასვლელად "მაიამის" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის გათამაშება დაიწყო. გუშინ, 12 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და "ატლანტა ჰოუქსი" პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდნენ, ხოლო "მაიამი ჰიტი" და "მინესოტა ტიმბერვულვზი" მეორე შანსს დასჯერდებიან.

დღეს, გამთენიისას, "ჩიკაგო ბულზსი" "ტორონტო რეპტორსს" ესტუმრა და 109:105 დაამარცხა, რის შემდეგაც აღმოსავლეთის საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად "ჰიტს" შეხვდება.

აღნიშნულ დაპირისპირებაში საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც თავი 39 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

დემარ დეროუზანმა 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება
მიითვალა.

კანადელთა მხრიდან პასკალ სიაკამმა 32 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"მაიამისა" და "ჩიკაგოს" დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება. "რეპტორსისთვის" კი სეზონი დასრულებულია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული