"ლეიკერსი" და "ატლანტა" პლეი-ოფში გავიდნენ - "მაიამი" და "მინესოტა" შანსს მაინც ინარჩუნებენ [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის 2 შეხვედრა გაიმართა.

"ატლანტა ჰოუქსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა და 116:105 დაამარცხა, რითაც მე-7 პოზიცია დაიკავა და "ბოსტონ სელტიკსს" შეხვდება.

რაც შეეხება "ჰიტს", პლეი-ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, ამჯერად "ჩიკაგო ბულზსა" და "ტორონტო რეპტორსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან და სამეულში ძლიერი "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, "ქორების" მხრიდან მატჩის გმირად კლინტ კაპელა მოგვევლინა, რომელმაც 4 ქულა, 21 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ "ატლანტას" 24-ით მეტი მოხსნა ჰქონდა,
რამაც საბოლოოდ ანგარიშში გარდამტეხი უპირატესობა შეიტანა.

ტრეი იანგმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თავის მხრივ, "ჰიტის" შემადგენლობიდან კაილ ლოურიმ 33 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.



მეორე პლეი-ინის შეხვედრა "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "მინესოტა ტიმბერვულვზს" შორის გაიმართა, რომელიც "ლეიკერსის" გამარჯვებით, 108:102 დასრულდა.

ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ენტონი დევისმა აქტივში 25 ქულა, 15 მოხსნა (9 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "მგლებს", კარლ ენტონი თაუნსმა 24 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" პლეი-ოფში გავიდა და "მემფის გრიზლს" 16 აპრილს შეხვდება.

"მინესოტა" კი "ნიუ ორლეანს პელიკანსსა" და "ოკლაჰომა სითი თანდერს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და მათ შორის უძლიერესი ელიტაში "დენვერ ნაგეტსთან" ითამაშებს.


დარჩენილი ორივე პლეი-ინის მატჩი ხვალ, 13 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული