ინგრამის სამმაგი დუბლი და "პელიკანსის" მნიშვნელოვანი გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ ორლეანს პელიკანსი" "დენვერ ნაგეტსს" ესტუმრა და 107:88 დაამარცხა.

ნიკოლა იოკიჩის არყოფნაში გუნდს ჯამალ მარიმ 21 ქულით, 4 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ულიდერა.

ბრუს ბრაუნმა 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

"პელიკანსის" შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა 31 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სიჯეი მაკალუმმა აქტივში 23 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, "დენვერი" 51 მოგებითა და 25 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ
აპრილს, "ფინიქს სანსთან" ჩაატარებს.

"ნიუ ორლეანსი" 39 გამარჯვებითა და 38 მარცხით იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, 2 აპრილს კი "ლოს ანჯელეს კლიპერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული