კლეისა და სტეფის კომბინირებული 61 ქულა და დამარცხებული "ფინიქსი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 123:112 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კლეი ტომპსონმა თავი 38 ქულით, 5 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ფინიქსელთა შემადგენლობიდან დევინ ბუკერმა აქტივში 32 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

დეანდრე ეიტონმა გუნდს 27 ქულა, 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "უორიორსი" 36 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
შემდეგ შეხვედრას 16 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.

"სანსი" 37 გამარჯვებითა და 31 მარცხით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული