შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
დიდების დარბაზის წევრმა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელები პოზიციების მიხედვით დაასახელა.

გამთამაშებლის პოზიციაზე საუკეთესოდ შაკი სტეფ კარის მიიჩნევს; შემტევი მცველის ამპლუაში, მისი აზრით, საუკეთესო მაიკლ ჯორდანია; მსუბუქ ფორვარდებს შორის უდიადესად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა, მძიმე ფორვარდად კი - ტიმ დანკანი; ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრი, ლეგენდის აზრით, კარიმ აბულ ჯაბარია.

რამდენიმე დღის წინ ო'ნილმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ოცნების გუნდიც დაასახელა - თავად შაკი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კობი ბრაიანტი და სტეფ კარი. მისი თქმით, ეს
გუნდი არასდროს წააგებდა.


ასევე დაგაინტერესებთ