"შარლოტ ჰორნეტსი" გაურკვეველი დროით მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"შარლოტ ჰორნეტსის" მთავარი მწვრთნელი სტივ კლიფორდი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქმიანობას გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

ამ ინფორმაციას ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

კლიფორდს გულის პრობლემები აწუხებდა, თუმცა ამჟამად მისი ავადმყოფობის მიზეზი უცნობია.

"ჰორნეტსისა" და "ორლანდო მეჯიქის" დაპირისპირებაში კლიფორდის ადგილი მისმა ასისტენტმა სტეფენ სილასმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სტეფენის მამა, პოლ სილასი "შარლოტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2010-12 წლებში მუშაობდა.

კლიფორდი "ჰორნეტსს" 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

ამ სეზონში "შარლოტი" 9 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული