NBA. მატჩები: "ბოსტონის" ზედიზედ მე-16 და უესტბრუკის მე-5 სამმაგი [VIDEO]

AutoSharing Option
21 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი "ბოსტონ სელტიქსის" ზედიზედ მე-16 გამარჯვებაა. "ბოსტონი" არც ისე შორსაა ისტორიაში საუკეთესო საკლუბო რეკორდისგან, რომელიც ზედიზედ 19 მოგებას შეადგენს.

"დალასთან" მოგების მთავარი წინამძღოლი კაირი ირვინგი იყო, რომელმაც 47 ქულა მოიპოვა, რასაც 6 გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

* * *
სეზონში მე-5 სამმაგი დუბლი გაიფორმა რასელ უესტბრუკმა. "ოკლაჰომა თანდერის" ლიდერმა "ნიუ ორლეანთან" მატჩში 22 ქულა, 16 მოხსნა და 12 გადაცემა მიითვალა.

სამწუხაროდ უესტბრუკის გარჯამ "თანდერს" "ნიუ ორლეანთან" მატჩში ვერ
დაეხმარა. "პელიკანსის" ვარსკვლავმა ენტონი დევისმა თავის გუნდს 36 ქულა შესძინა, რასაც 16 მოხსნა მიამატა.

დღის მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-დენვერი 98:114
დალასი-ბოსტონი 102:110


სან ანტონიო-ატლანტა 96:85
მემფისი-პორტლენდი 92:100
მილუოკი-ვაშინგტონი 88:99
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 114:107


ნიუ იორკი-კლიპერსი 107:85


შარლოტი-მინესოტა 118:102
დეტროიტი-კლივლენდი 88:116


ორლანდო-ინდიანა 97:105
ფილადელფია-იუტა 107:86
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული