ტრეისი მაკგრეიდი დიდების დარბაზში

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე ტრეისი მაკგრეიდი ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზში შეიყვანეს,- წერს ასოციაციის პრეს-სამსახური.

თავის კარიერაში ფორვარდს "ტორონტოს", "ორლანდოს", "ჰიუსტონის", "ნიუ იორკის", "დეტროიტის", "ატლანტასა" და "სან ანტონიოს" რიგებში უთამაშია. 938 მატჩში მის ანგარიშზე 18 381 ქულა მოდის.

გარდა ამისა, დიდების დარბაზში შეიყვანეს 10 კალათბურთელი: საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი ნიკოს გალისი, NBA-ის ყოფილი მოთამაშე ჯორჯ მაკგინისი, "ჰარლემ გლობტროტერსის" ორი ყოფილი კალათბურთელი ზაკ კლეიტონი და მენი ჯექსონი, "ჩიკაგოს" ყოფილი გენერალური მენეჯერი ჯერი კრაუზე, WNBA-ის მოთამაშე რებეკა ლობო, მწვრთნელები ბილ სელფი, მაფეტ მაკგროუ და რობერტ ჰიუზი, აგრეთვე, სტუდენტური სპორტის ასოციაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ტომ იარნსტედტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული