რასელ უესტბრუკი საუკეთესოდ მოთამაშეებმაც აღირეს

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა კალათბურთელთა ვერსიით 2016-17 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი მიიღო, - ამის შესახებ "ტვიტერში" მოთამაშეთა პროფკავშირის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

უფრო ადრე, უესტბრუკმა ასევე დაისაკუთრა MVP-ის პრიზი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვერსიით.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 28 წლის უესტბრუკმა საშუალო სამმაგი დუბლი შეასრულა - 31.6 ქულა, 10.7 მოხსნა და 10.4 შედეგიანი პასი. მცველმა 42 სამმაგი დუბლი დააგროვა, რაც NBA-ის აბსოლუტური რეკორდია.

NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირმა სხვა პრიზებიც დაარიგა:

"მილუოკი ბაქსის" მცველი მალკოლმ ბროგდონი საუკეთესო ახალბედად დასახელდა, "სან ანტონიო სპურსის" მსუბუქი ფორვარდი
კავაი ლეონარდი - საუკეთესო დამცველად, "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ლუ უილიამსი - საუკეთესო სათადარიგოდ.

"სან "ანტონიოს" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა მიიღო პრიზი სახელწოდებით - "მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც სურთ თამაში". "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი გახდა "მოთამაშე, რომლის ხილვა სურთ საკუთარ გუნდში", ხოლო "საკრამენტო კინგზის" მცველი ვინს კარტერი - "ყველაზე გავლენიანი ვეტერანია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული