შენგელიას "ვირტუსმა" მეორე ტაიმი ჩააგდო და "მაკაბისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ ბელგრადში თელ-ავივის „მაკაბისთან“ 78:95 დამარცხდა.

ბოლონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 1 ქულით დათმო, მეორე ტაიმი ჩააგდო და მარცხი განიცადა.

შენგელიამ 28:10 წუთში 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

თორნიკეს თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ 18 ქულა ჩააგდო, ხოლო 22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მარგი ქმედების 29-იანი ინდექსით MVP თელავიველი უეიდ ბოლდუინი გახდა

„ვირტუსი“ 14
მოგებით მესამე ადგილზეა და 12 იანვარს სტამბოლში „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული