შენგელია მატჩის MVP გახდა, "ვირტუსმა" კი "ტორტონა" 99:70 გაანადგურა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს წინა ტურში წაფორხილების შემდეგ თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ტორტონა" გაანადგურა, ქართველი ლეგიონერი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბოლონიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 29-ქულიანი სხვაობით – 99:70 დაამარცხეს.

შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. თორნიკემ ერთი სამქულიანი ისროლა და ზუსტად, მისი 9 ორქულიანიდან 4, ხოლო 6 საჯარიმოდან 5 ჩავარდა. 7 მოხსნიდან 4-ჯერ ბურთით საკუთარ ფარზე იმარჯვა, 3-ჯერ კი შეტევაში. ბურთი ორჯერ დაკარგა, ორჯერ
კი დაჯარიმდა. ქართველ ფორვარდს პლუს-მინუს კოეფიციენტი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი – 31 ჰქონდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი – 23. ბუნებრივია, თორნიკე მატჩის MVP-ადაც დასახელდა.

"ვირტუსმა" ჩემპიონატში ჩატარებულ 10 თამაშში 8 მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრებს ბოლონიელები 6 და 8 დეკემბერს, ევროლიგაში, შესაბამისად შინ "ბარსელონასა" და "მაკაბისთან" ჩაატარებენ, ჩემპიონატს კი 10 დეკემბერს, მოქმედ ჩემპიონ "ოლიმპია მილანოსთან" გასვლითი შეხვედრით დაუბრუნდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული