გოგას 14 ქულა - "ორლანდო" სტუმრად "ნეტსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში NBA-ს In Season Tournament-ის მორიგი ეტაპი გაიმართა. 

"ორლანდო მეჯიქი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 104:124 დამარცხდა. 

გოგა ბითაძემ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 14 ქულით (2/2 საჯარიმო, 6/6 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. 

საუკეთესო ფრანს ვაგნერი გახლდათ, რომელმაც აქტივში 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. 

მასპინძელთა შემადგენლობიდან სპენსერ დინვიდიმ 29 ქულა და 9 ასისტი მიითვალა, მიკალ ბრიჯისმა კი - 20 ქულა. 


მკითხველის კომენტარები / 3 /
ამდენი ხანი ეროვნულ ნაკრებს მწვრთნელი რატომ არ დაუნიშნეს კითხულობს ვინმე ?
გოგა
12:24 15-11-2023
1
მამუკელაშვილი მოიკითხეთ მაინც.დდდ
ეეე
12:23 15-11-2023
1

სიახლეები პოპულარული