სუპერშენგელია და "ვირტუსი" სრული სვლით წინ მიიწევენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია და მისი "ვირტუსი" ჩინებულ ფორმაში არიან და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „დინამო სასარი“ 80:66 დაამარცხა.

legabasket-ი აღნიშნავს, რომ სუპერშენგელიასთან ერთად ბოლონიური გუნდი შეუჩერებელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა: 30 წუთში 10 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

„ვირტუსი“ 4 მოგებით ლიდერია და 30 ოქტომბერს სტუმრად "ნაპოლის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე შენგელია საქართველოს 30%-მა იცის ვინაა, ხვიჩა კვარაცხელია მგონი 99%-მა იცის, სათვალეებიანმა ბებიებმაც კი იციან ვინაა ხვიჩა კვარაცხელია... კვარაცხელია თუ გააკუებს, მაგაზეც კი იწერება ქართულ მედიაში და შენგელიას შესახებ კაციშვილი არაფერს წერს... აი ესა ვართ ქართველები :)
ლუარსაბი
13:07 23-10-2023
6
შენგელია ვირტუსის ხერხემალია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული